|
2022-12-14 15:59:24, 2706 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 64 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს. 64 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გარდა, უკრაინამ ასევე 4 გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ, მათ შორის ბახმუტის დაცვაში მონაწილენი, სახლში მიდიან. ესენი არიან ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები. ჩვენ ასევე მოვახერხეთ აშშ-ის მოქალაქის, მურეკეზი სუედის გათავისუფლება, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს ხალხს. გარდა ამისა, გადმოასვენეს 4 გარდაცვლილის ცხედარი“,- განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე, 26 ნოემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 12 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)