|
2022-12-14 10:10:52, 2857 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინას დრონებით შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაახლოებით, 6:00 საათზე ქვეყნის სამ რეგიონში - კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა დედაქალაქსა და კიევის გარეუბანშიც ისმოდა. "აფეთქებები დედაქალაქში, შევჩენკოს რაიონში. შესაბამისი სამსახურები ადგილზე მიდიან", - თქვა კლიჩკომ. მერმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გამოყენებული ე.წ. ირანული კამიკაძე-დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდო. „კიევის რეგიონში და დედაქალაქის თავზე, საჰაერო თავდაცვამ სულ 10 დრონი ჩამოაგდო“, - თქვა ვიტალი კლიჩკომ. არსებული ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში უპილოტო თვითმფრინავის ფრაგმენტმა ორი ადმინისტრაციული შენობა დააზიანა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)