|
2022-12-13 23:13:19, 3665 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება
12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით,ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან ერთად უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. მან დასძინა,რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შეძლებს. "რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება, ამისთვის ოკუპანტები ირანულ დროებს იყენებენ. ცდილობენ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან. მიზანი ერთია - ჩვენი დამარცხება, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ მედგრად ვდგავართ ინტენსიური იერიშების წინააღმდეგ. განადგურებულია ჩვენი ენერგოობიექტები. ყველას კარგად გვახსოვს ატომურ ენერგოსადგურზე მიტანილი იერიში. საბედნიეროდ ატომური ბლოკების ავტომატური მართვა ჩაირთო, რამაც კატასტროფას გადაგვარჩინა. 12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება. მცირე და მსხვილი ბიზნესი, საავადმყოფოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო ობიექტები გენერატორის დახმარებით მუშაობენ. ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთის გეგმას. რუსეთს ენერგოტერორი, ვერც რაკეტები და ვერც ის სამხედრო დახმარება უშველის, რომელსაც ირანში ეძებს. ჩვენ აგრესიას შევაჩერებთ. დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შევძლებთ." - განაცხადა ზელენსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)