|
2022-12-11 16:17:15, 3642 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინს არ შეუძლია მოლაპარაკებები - ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის
პუტინს აბსოლუტურად არ შეუძლია მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის, ვინც მას პერიოდულად ესაუბრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს. როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, შექმნილ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყიოფილებას ცდილობს, გამოსავალი უკრაინის გამარჯვებაშია. "პუტინს აბსოლუტურად არ შეუძლია მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის, ვინც მას პერიოდულად ესაუბრება. ის პირდაპირ ამბობს, რომ სძულს საერთაშორისო სამართალი, სურს ტერიტორიების მიტაცება და უკრაინელების მოკვლა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გამოსავალი აშკარაა - უკრაინის გამარჯვება", - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)