14:51 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 10:34:21, 1203 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - აშშ-ს არ წაუხალისებია უკრაინა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს

აშშ-ს არც წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, აშშ კიევს თავდაცვისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობით უზრუნველყოფს.

"ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რომ რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, 5 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics