|
2015-02-06 15:37:40, 1460 ნახვა
პოლიტიკა
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან. ცვლილებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სოფლის, დაბის, ქალაქის საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ და დასახლებებისა და მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ამასთან, პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს, საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და წარდგინებები განიხილოს და მას განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს. გამგეობასთან/მერიასთან როგორც სათათბირო ორგანო- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პროექტი მთავრობას გადაეგზავნება. შერგელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს რამდენიმე კვირაში წარედგინება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)