|
2022-12-02 13:59:39, 2107 ნახვა
ომი უკრაინაში
СБУ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებს ამოწმებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ( СБУ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში კონტრდაზვერვით სამუშაოებს აგრძელებს. ჩხრეკა ამჯერად ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიის რაიონებში მდებარე ეპარქიებში მიმდინარეობს. СБУ-ს პრესცენტრის ცნობით, ზომები "რელიგიური თემების" რუსეთისთვის სასარგებლოდ გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან კავშირების გამოსავლენად და მოსალოდნელი პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტების თავიდან არიდების მიზნით ტარდება. მათი ინფორმაციით, ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით СБУ, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია ტერიტორიას და შენობას ამოწმებს, რაც მიზნად სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ უკანონო ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირებას ისახავს. საუბარია შემდეგ ლოკაციებზე:
შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მუკაჩოვოს ეპარქია, სადაც უკრაინული მედიის ცნობით, ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკთან დაახლოებული სასულიერო პირები მსახურობენ. ნოემბერში СБУ-ს მიერ ასევე შემოწმდა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერი და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობა. უსაფრთხოების სამსახურმა მონასტრებში პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი აღმოაჩინა. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)