02:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 11:11:13, 2474 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მასკს - თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი და შენი თვალით ნახე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ზელენსკის თქმით,იმისთვის,რომ მასკმა უკეთ გაიგოს სიტუაციის სიმწვავე,მან თავად უნდა ნახოს თუ რა შედეგი მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას.

„თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - ასე მიმართა ზელენსკიმ მასკს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა.

შეგახსენებთ,ილონ მასკს უკრაინის "სამშვიდობო გეგმით" დასრულების ალტერნატივა ჰქონდა.

მასკის გეგმის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ხელახლა უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი, ყირიმი რუსეთს უნდა დარჩენოდა,თავად უკრაინა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩენილიყო.

უკრაინის ხელისუფლებამ ეს „გეგმა“ მწვავედ გააკრიტიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics