|
2015-02-06 15:11:24, 1250 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ზუბადალაშვილმა ახალი დანადგარით პირველი სანომრე ნიშანი დაბეჭდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სანომრე ნიშნებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის პროვაიდერ UTAL Sp.zo.o-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. მომსახურების სააგენტოსა და პოლონურ კომპანიას შორის 2015 წლის 12 იანვარს დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში სტუმრებმა ქართულ მხარეს გამოსაცდელი ვადით, სანომრე ნიშნების დასამზადებელი დემო აღჭურვილობის (PRESS NFC SECURE) ახალი დანადგარი და ტვიფრები (კლიშეები) უსასყიდლოდ გადასცეს. სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სტუმრებთან ერთად პირველი სანომრე ნიშანი დაბეჭდა. პოლონელმა ექსპერტებმა კი სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დანადგარის გამოყენების წესი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო დაათვალიერეს და გაწეული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მხარეებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, ასევე სტუმრებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)