|
2022-11-30 14:48:18, 1867 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წარმომადგენლები, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. გალტ & თაგარტის კვლევა 3.4 მილიარდი აშშ დოლარის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარს ფარავს და ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვესექტორზე (სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი & განათება). კვლევა მოიცავს 20,000 კომპანიის საქმიანობის და საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს, ასევე 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების ანალიზს. კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე პერიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რასაც განაპირობებდა ინფრასტრუქტურაზე სოლიდური სახელმწიფო ხარჯები, ტურისტული ბუმი და მასთან დაკავშირებული სასტუმროების მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა და ასევე უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა სარემონტო მასალების, ტექნიკისა და ავეჯის მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. „გალტ & თაგარტის“ პროგნოზით სექტორი საშუალოდ წლიურად 5-10%-ით გაიზრდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს. ამასთან, სექტორის ძირითადი რისკებია: 1) მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაციის მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების სწრაფი ცვლილება და 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები. „სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ამ სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, რომელსაც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება სექტორის პერსპექტივებზე.“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა. კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)