|
2022-11-30 12:47:13, 1835 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ჯარები დიდ ზარალს განიცდიან, საავადმყოფოებში უამრავი დაჭრილი ჯარისკაცია
რუსეთის საოკუპაციო ჯარები დიდ ზარალს განიცდიან, ოკუპირებული ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში უამრავი დაჭრილი ჯარისკაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფების 720-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის ანგარიშში. მათივე ცნობით, დონეცკის ოლქის გორლოვკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო ოკუპანტმა ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალად გადააკეთა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის წვდომა სრულიად შეზღუდული იყო. პაციენტების ნახვის უფლება მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის ზარალმა უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლოა 100 ათას მოკლულ და დაჭრილ ჯარისკაცს გადააჭარბოს. მისივე თქმით, ძირითადად საუბარია მობილიზებულებზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)