|
2022-11-30 09:51:02, 1762 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - ზაპოროჟიეს დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვს ბირთვული კატასტროფის არ ეშინია
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსული დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვს არ ეშინია ბირთვული კატასტროფის შექმნის შესაძლებლობის. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში დაზარალდება და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი რეგიონი. „შეტევები ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას გაზარდოს ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტის რისკი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მავნე შედეგები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. პენტაგონის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ZNPP-ის გარშემო ახლა ინტენსიური ბრძოლები არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ვაშინგტონი აკვირდება ანგარიშებს იმის შესახებ, რომ რუსები, სავარაუდოდ, აპირებდნენ ZNPP-ზე კონტროლის გადაცემას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის. ”და თუ ისინი პასუხისმგებლობით გადასცემენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს შესანიშნავი იქნება”, - დასძინა მან. ამასთან, მან განმარტა, რომ ამ დრომდე სადგურს უშუალო საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მოლაპარაკება გამართა როსტომის გენერალურ დირექტორთან ალექსეი ლიხაჩოვთან. შეხვედრა სტამბულში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს, სადგურის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 12 დარტყმა დაფიქსირდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)