|
2022-11-29 16:04:27, 2288 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას იმისათვის, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს
ნატო აგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და უპრეცედენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა. "ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო პარტნიორობა - ეს არის ურთიერთობა, სადაც ნატო-ს მოკავშირეებმა დაამტკიცეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას უპრეცედენტო გზით. ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ნატო-მ განახორციელა ალიანსის გაძლიერება. შესაბამისად, როდესაც შეჭრა მოხდა ამ წლის თებერვალში - 2014 წელთან შედარებით - უკრაინის ჯარები და შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთ იყვნენ გაწვრთნილი, ბევრად უფრო დიდი, ბევრად უკეთ აღჭურვილნი და ბევრად უკეთ ხელმძღვანელობდნენ საომარ მოქმედებებს“, - თქვა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაიმარჯვებს. "რა თქმა უნდა, უკრაინელების მიერ მიღწეული მიღწევები და გამარჯვებები, რაც ეკუთვნის უკრაინის ჯარებისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მიიღეს მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორებისგან და ასეც გაგრძელდება. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, არამედ რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში",- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)