|
2022-11-29 09:05:44, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაზიანდა სამრეწველო ობიექტები
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრიზე, რაკეტები მიმართული იყო ადგილობრივ საწარმოზე. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა და განადგურდა სამრეწველო ობიექტები. "რუსებმა დნეპრის დაარტყეს. რამდენიმე რაკეტა გაუგზავნეს ღამის ქალაქს. მოხვდა კერძო საწარმოს. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა", - განაცხადა რეზნიჩენკომ. სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ახლა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს ადგილზე და ჭურვის შედეგების ლიკვიდაციას ახდენენ. ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბრის ღამეს, საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია პოლტავასა და დნეპრში აფეთქებების ხმების შესახებ . 27 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ოკუპანტები ქვეყანაში ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)