01:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 21:15:11, 1770 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ოკუპანტებმა ნოვაია კახოვკადან საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი გაიყვანეს

ოკუპანტებმა ნოვაია კახოვკადან საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი გაიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქი ყველა აქტიურმა თანამშრომელმა დატოვა.

"ქალაქი ყველა აქტიურმა თანამშრომელმა დატოვა. საუბარია არა მხოლოდ საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამდებობების პირებზე, არამედ მათზეც, ვინც რუსებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთობლივ დარბევაში მონაწილეობდა, ასევე აშინებდა და აიძულებდა მოსახლეობას ეთანამშრომლა". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics