|
2022-11-28 17:05:16, 2268 ნახვა
ომი უკრაინაში
7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
კიევში ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. ვიზიტის ამსახველ ერთობლივ ფოტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის წარმომადგენლები. „ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის მინისტრები, დღეს კიევში ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ უკრაინას სრული სოლიდარობა. რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს“,- წერს რინკევიჩი. მინისტრის თქმით, ისინი უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების სერიას გამართავენ. "ეს არის მინისტრთა ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ეწვია უკრაინას რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ. მთავარი კითხვაა, როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა", - დასძინა რინკევიჩმა. ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ სოციალურ ქსელებში აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმების მიუხედავად. „დღეს კიევში უკრაინისადმი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად დაბომბვის, წვიმისა და რუსეთის ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს!“,- აღნიშნა რეინსალუმ. შმიჰალი შვიდი ქვეყნის მინისტრებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შეხვდა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა იარაღი, ფინანსები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იყო. „სანქციების მე-9 პაკეტში ჩვენ ვიმედოვნებთ რუსული ბანკების SWIFT-დან სრულ გათიშვას და ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ სექტორს და რუსეთის მიერ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის“,- განაცხადა შმიჰალმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 26 ნოემბერს კიევს ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრე დე კრო ეწვია, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)