|
2022-11-28 13:53:47, 1609 ნახვა
ეკონომიკა
მხოლოდ ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 5%-ით გაიზარდა - IDFI-ის კვლევა
რუსული კაპიტალის საქართველოში შემოდინებას მნიშვნელოვანი სოციალ -ეკონომიკური შედეგები მოსდევს, - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალისა და კავშირების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანი ინვესტორის ნორმალიზება საყურადღებო გავლენას ახდენს საზოგადოებაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებასა და რუსეთის მიერ განხორ ციელებული ქმედებების აღქმაზე. ეკონომიკურ ასპექტს თან ერთვის ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიებიც. "საკითხის სიმწვავეს ზრდის ის ფაქტიც, რომ რუსეთისთვის ენერგოდამოკიდებულების ბოროტად გამოყენება ჩვეული პრაქტიკაა (ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოყოლებული). რუსეთი საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებისთვის აქტიურად იყენებს ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით კი გაზზე დამოკიდებულებას. 2022 წელსაც, უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრეც კი, შექმნილი ენერგოკრიზისის პირობებში, რუსეთი ბოროტად იყენებდა იმ ენერგეტიკულ ბერკეტს, რომელიც მას ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებით გააჩნდა. ამრიგად, რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულება ტენდენციურად პოლიტიკური მანიპულირების საგანი ხდება. IDFI-მ 2015 წელს გამოაქვეყნა ანგარიში „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. აღნიშნული კვლევა იყო შედარებით ზოგადი ხასიათის და ფარავდა ბიზნესის, ფაქტობრივად, ყველა სექტორს. უკანასკნელ პერიოდში მომ ხდარი რადიკალური ცვლილებების გამო, აუცილებელია სათანადოდ შეფასდეს ამ გარდაქმნების გავლენა ქართულ ბიზნეს -სექტორზე და შეივსოს ხელმისაწვდომი ინფორ მაცია ხსენებული საკითხის გარშემო. 2021-2022 წლების განახლებები ეკონომიკური სფეროების მიხედვითაა დაყოფილი",- ნათქვამია კვლევაში. პირველ ეტაპზე IDFI-მ გამოიკვლია სატელეკომუნიკაციო, საბანკო სექტორი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მინერალური წყლების მიმარ თულება. წინამდებარე ანგარიში შეეხება რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს: ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დარგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვევლის ძირითადი დასკვნებია: - ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%. - 2022 წლის მაისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავ თობის წილი 5%-ით გაიზარდა. - ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა. - სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“. - 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს. - რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)