|
2022-11-28 09:50:50, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ ვიშგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 42 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ნებიტოვის განცხადებით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია - ყველაზე პატარა კი, 5 წლის გოგონაა. "დღეს კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. ასე რომ, ამ საშინელი დანაშაულისგან 7 გარდაცვლილი გვყავს. დაშავებულთაგან 6 ბავშვია. ყველაზე პატარა გოგონა კი, 5 წლისაა", - განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა. მისივე თქმით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა, მაღალსართულიან შენობასთან რუსული რაკეტის დაცემის შედეგად კი, კიდევ 4 შენობა, საბავშვო ბაღი და სკოლა დაზიანდა. ნებიტოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლოს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)