|
2022-11-27 18:39:32, 1789 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - მომდევნო კვირა შეიძლება ძალიან რთული იყოს, რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს გეგმავენ
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არაჰამიამ განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინელებისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს, რადგან რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ დარტყმებს გეგმავს. როგორც არახამიამ აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს და შესაძლო სცენარისთვის ემზადება. "მომდევნო კვირა შეიძლება ძალიან რთული იყოს. რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ბევრი ტრენინგი ჩატარდა, შემუშავებულია ენერგეტიკის მუშაკების კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმები, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან და ყველას მოვუწოდებთ, რომ იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახზე. შეაგროვეთ წყალი, საკვები გრძელვადიანი შენახვისთვის, დამუხტეთ ტელეფონები და პაუერ ბანკები“, - მოუწოდა მან უკრაინის მოსახლეობას. ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს. 23 ნოემბერს რუსეთმა კვლავ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე. კიევში საცხოვრებელი კორპუსების 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)