01:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 14:40:14, 2983 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 10-ზე მეტი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს,- ამის შესახებ ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს გაუხსნეს ცეცხლი. დაიზიანდა ასევე საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი და სკოლები.

იანუშევიჩის თქმითვე, თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

"რაშისტებმა ხერსონის რაიონის ტერიტორიაზე 39-ჯერ გაისროლეს. რეგიონის მშვიდობიანი დასახლებები მტრის ცეცხლის ქვეშ იყო.

სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რუსებმა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები მოკლეს, კიდევ 10 ადამიანი დაშავდა",- განაცხადა იანუშევიჩმა. 

გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics