01:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 21:03:15, 1727 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორო გაუგზავნა

საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორო გაუგზავნა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, თითოეულს რამდენიმე ათეული ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

„მოსახლეობის დასახმარებლად, საფრანგეთი უგზავნის უკრაინას 100 მძლავრ გენერატორს მაშინ, როდესაც რუსეთს სურს ზამთარი ომის იარაღად აქციოს“. - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics