|
2022-11-25 16:41:36, 1517 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება
წელს, უკრაინაში ფრონტის ხაზი საკუთარი თავისთვის ევროპის ბრძოლის ხაზად იქცა. 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება, ევროპული თავისუფლება კი, გარანტირებული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ ტერორის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. "რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაკეტები და არტილერია, რომ ყოველდღე ხალხი დახოცოს და ახალი სირთულეების პროვოცირება მოახდინოს უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. არ არსებობს უკრაინა ევროპისგან ცალკე ისევე, როგორც არ არსებობს პოლონეთი ან ლიეტუვა, რუმინეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი ევროპისგან ცალკე. ეს ჩვენი კონტინენტია. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩვენი გზა, რომლის გაგრძელებაც შეგვიძლია", - ამბობს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 86 150-მდე ჯარისკაცი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)