|
2022-11-25 09:19:37, 1867 ნახვა
ომი უკრაინაში
ICMP - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა
დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის (ICMP) შეფასებით , უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 15000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა. როგორც ICMP-ის ევროპის დირექტორმა მეთიუ ჰოლიდეიმ აღნიშნა, გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იქნა იძულებით გადაადგილებული, რამდენი დააკავეს რუსეთში ან რამდენი გარდაიცვალა. "15 ათასი კონსერვატიული შეფასებაა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მარიუპოლში, ხელისუფლება ამბობს, რომ 25,000 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება. რიცხვები უზარმაზარია და უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევები უზარმაზარია",- თქვა ჰოლიდეიმ. უკრაინაში დაკარგული პირების საქმეების გამოძიების პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც, დასძინა ICMP-ის დირექტორმა. უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსი სამხედროები სისტემატურად სჩადიან ომის დანაშაულებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მოხსენება ადასტურებს. აშშ-ის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში ბეთ ვან შააკმა თქვა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები სჩადიან სისტემატურ სამხედრო დანაშაულებს უკრაინის ყველა რეგიონში, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა უკრაინის ომის შესახებ ახალ ანგარიშში რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა. ეს ეხება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას და ფილტრაციას. თვის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ საბრძოლო ზონის მონაცემები ყოველთვის ახლდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 7 ათასი უკრაინელი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინიდან 10,7 ათასზე მეტი ბავშვი გაიტაცეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)