|
2022-11-25 09:03:24, 1551 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა
გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყირიმის ბედი საერთაშორისო დღის წესრიგშია. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი არ აპირებს მშვიდობიან მოლაპარაკებებს. „მე მესმის, რომ ყველა გაოგნებულია სიტუაციით თუ რა მოუვა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისთვის არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები... თუ გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და [ყირიმი] არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა ყირიმის დეოკუპაციისკენ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან სახიფათო ესკალაცია. დასავლეთში შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი გამოიწვიოს. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აღნიშნა , რომ რუს ოკუპანტებს ჯერ არ აქვთ ორგანიზებული ევაკუაცია დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილიდან. თუმცა, ისინი აქტიურად აშენებენ თავდაცვას, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ასევე ჟანკოის რეგიონში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)