|
2022-11-24 17:37:17, 940 ნახვა
ომი უკრაინაში
უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს (195 მილიონი აშშ დოლარის) ფინანსურ დახმარებას გაუწევს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო გადაეხადა უკრაინის მხარდაჭერის წილი, მაგრამ ურჩევნია ის გადაიხადოს ორმხრივად, ვიდრე ევროკავშირის ერთობლივი სესხით. "ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად უნგრეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს, როგორც ევროკავშირის მიერ 2023 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი 18-მილიარდ ევროიანი გეგმის შემადგენელ ნაწილად უნგრეთი 187 მილიონ ევროს გამოყოფს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)