|
2022-11-24 14:41:13, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ცდილობს უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ დიდი ხანია თვითონ არსებობენ სიბნელეში
რუსეთი ცდილობს უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ დიდი ხანია თვითონ არსებობენ სიბნელეში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინა ყველა გამოწვევას გადალახავს და გაიმარჯვებს.
"სინათლე ყოველთვის ჭარბობს სიბნელეს, ხოლო სიმართლე - სიცრუეს. ჩვენი უძლეველი ერი ყველა გამოწვევას გადალახავს და საბოლოოდ გაიმარჯვებს. რუსი ოკუპანტები ამას ვერასდროს გაიგებენ, რადგან ისინი ცდილობენ უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ უკვე დიდი ხანია არსებობენ გაუვალ სიბნელეში. მადლობა ყველას, ვინც გადალახა ის არნახული გამოწვევები, რომლებსაც უკრაინისთვის ტერორისტულ სახელმწიფო ქმნის - ჩვენი ენერგეტიკოსები, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესი და ყველა, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას ფეხზე დადგომაში", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ, 23 ნოემბერს კიევზე განხორციელებულ მასიური სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქის 25%-ს, ავარიული გამორთვის გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მუშაობს როგორც საავტომობილო, ისე მიწისქვეშა ტრანსპორტი. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ტრამვაის ნაცვლად, მათ მარშრუტებზე ავტობუსები გამოჩნდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)