|
2022-11-22 10:22:50, 1856 ნახვა
ომი უკრაინაში
The Guardian - ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი ჯარისკაცების ცხედრები ნაგავსაყრელზე დაწვეს
ხერსონის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ოკუპაციის დროს რუსებმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ქალაქის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გადაიტანეს და სავარაუდოდ, იქ დაწვეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ხერსონის მაცხოვრებლებს ამ ნაგავსაყრელთან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ, რადგან იგი შემოღობილი ჰქონდათ "ცნობისმოყვარე თვალებისგან". ადგილობრივები Guardian-თან ყვებიან, რომ ოკუპანტები იქ რუსი სამხედროების ცხედრებს წვავდნენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ დაინახეს შავი ჩანთებით დატვირთული რუსული ღია სატვირთო მანქანები. მათივე თქმით, რუსმა სამხედროებმა შავ ჩანთებს შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. მცხოვრებლების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მათ პირადად არ უნახავთ რუსი ჯარისკაცების სხეულები. "ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ბომბავდა, მათ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადაჰქონდათ და წვავდნენ",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან საუბრისას. სატვირთო მანქანის მძღოლმა და ასევე ნაგავსაყრელის თანამშრომელმა, აღნიშნა, რომ რუსებს შეეძლოთ ეს ტერიტორია დაენაღმათ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მიღებულ ინფორმაციას დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ ადასტურებს. თუმცა, ნაგავსაყრელზე რუსული დროშების, უნიფორმების და ჩაფხუტების ნაშთები მაინც ჩანს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)