11:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 10:20:09, 1689 ნახვა

ომი უკრაინაში
IAEA - ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას, ცეცხლს ეთამაშება

ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას - ის ცეცხლს ეთამაშება,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, შაბათ-კვირას, ელექტროსადგურზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა დააზიანა შენობები, სისტემები და აღჭურვილობა.

მისივე თქმით, სადგურის დაბომბვა, რომელიც 19 ნოემბერს საღამოს დაიწყო და 20 ნოემბერს დილით გაგრძელდა, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო თვეებში.ადგილზე რადიაციის დონე ნორმალურია და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ასევე არ დაზარალდა ZNPP-ის გარე ელექტრომომარაგება, რომელიც კონფლიქტის დროს რამდენჯერმე დაირღვა.

„კიდევ ერთხელ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი არ მომხდარა. შემდეგ ჯერზე შეიძლება ასე არ გაგვიმართლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგი დრო არ იქნება,”- განაცხადა გროსიმ.

გროსის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი შენობა, ერთ-ერთი რეაქტორის ელექტრო კაბელი, ასევე ხიდი მეორე რეაქტორსა და ადმინისტრაციულ შენობებს შორის.

შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.

რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics