|
2022-11-17 21:21:06, 1780 ნახვა
ომი უკრაინაში
დუდა ზელენსკიზე - პრეზიდენტსაც აქვს ემოციები, ის გადის ყველაფერს, რასაც მისი ქვეყანა იტანს
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა ასევე აგროვებს ინფორმაციასა და მასალებს უკრაინის არმიის მეთაურებისგან და უკრაინის სპეცსამსახურებისაგან. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ უკრაინის საზღვართან რაკეტის აფეთქებაზე განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტსაც აქვს ემოციები, ის გადის ყველაფერს, რასაც მისი ქვეყანა იტანს. „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა ასევე აგროვებს ინფორმაციასა და მასალებს უკრაინის არმიის მეთაურებისგან და უკრაინის სპეცსამსახურებისაგან. ისინი ამ ყველაფერს საკუთარი ძალებით აკეთებენ. შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი ინფორმაცია. სხვა რა შემიძლია ვთქვა ? შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)