02:02 - 05 Dec, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 17:42:07, 420 ნახვა

სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართეს:

რა სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არა ერთ წერილში “ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?

უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს მისი სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, რა გაკეთდა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო და ენერგო უსაფრთხოების კუთხით ნაკლებ დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე?

ამასთან, ღარიბაშვილის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ღარიბაშვილს საინტერპელაციო კითხვები სექტემბერში გაუგზავნეს, თუმცა ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამდენად უსაფრთხოა აპლიკაცია Lensa რომლის ბუმი საქართველოშიც დაიწყო და რომელიც რუსებმა შექმნეს
ერმაკი - ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის - თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს
თურქმა სამართალდამცველებმა სირიის ჩრდილოეთში 18 ტერორისტი დააკავეს
ირანში „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics