|
2015-02-06 14:02:28, 1370 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ბელგიელ კოლეგას სტივენ ვანდეპუტს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, მინდია ჯანელიძე ბელგიელმა კოლეგამ სტივენ ვანდეპუტმა მიიღო. ჯანელიძემ ბელგიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბელგიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. სტივენ ვანდეპუტმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)