14:15 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 16:04:08, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - ევროკავშირი და ნატო დიდი ხანია უკრაინის ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან

ევროკავშირი და ნატო უკვე დიდი ხანია უკრაინის კონფლიქტის ჰიბრიდული მონაწილეები არიან   - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა სერგეი ლავროვმა G-20-ის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას დიდი ხანია შეიარაღებას აწვდის და ეხმარება სამხედრო პერსონალის განვითარებისთვის, რაც მათ კონფლიქტის მონაწილეს ხდის.

"ისინი უკრაინას აწვდიან იარაღს,წვრთნიან უკრაინის სამხედრო პერსონალს, უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით. თქვენ როგორც იცით, ამას ამერიკელები აკეთებენ, ეს კი ადგილზე ინსტრუქტორების დახმარებით ხდება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით დაქირავებულ მებრძოლზე," - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics