|
2022-11-14 19:41:27, 1282 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის პრემიერი - უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გავუწევთ
კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავსა და სამედიცინო აღჭურვილობას. "კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავსა და სამედიცინო აღჭურვილობას, ასევე სანქციები დაუწესდა 23 პირს, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ, უხეშ დარღვევაში იყვნენ ბრალდებულნი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)