|
2022-11-14 13:41:02, 1421 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ჩვენ წინ მივდივართ და მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის", - უთხრა ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებიც ქალაქის მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის რიგში იდგნენ. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის. „ძალიან მიხარია, ხალხის რეაქციით ყველაფერი ჩანს, მათი რეაქცია არ არის დადგმული“, - განაცხადა მან მედიასთან კომენტარის გაკეთებისას. . ცნობისთვის, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდებოდა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქში შესვლას იწყებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)