|
2022-11-14 10:39:43, 1063 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და „საქართველოს ბანკის“ პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“, - განაცხადა “ინნ დეველოპმენტის” წარმომადგენელმა, თამარ კანთელაძემ. “საქართველოს ბანკის“ ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)