15:27 - 10 Jun, 2026
|
2022-11-14 09:35:59, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა დამცველებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს
გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან 4500 კვადრატული კილომეტრი მიწა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „პივდენი“ იტყობინება. უწყების ცნობით, საუბარია 179 დასახლებაზე, რომელიც დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა. "ახლა ეს ტერიტორიები გაწმენდილია",- წერს „პივდენი“ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში 11 ნოემბერს დაბრუნდნენ . ხალხი ამ მომენტს 8 თვეზე მეტია ელოდება. ხერსონის მაცხოვრებლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყვავილებით, უკრაინის დროშებითა და ბედნიერების ცრემლებით შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)