|
2022-11-13 13:22:23, 1957 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ჩვენს სამხედროებს უკრაინის დროშებით ხერსონის მსგავსად ყირიმშიც შეხვდებიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ყირიმის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს ისევე შეხვდებიან, როგორც - ხერსონში. "ოკუპანტები ხერსონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თვეების განმავლობაში დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და აჯერებდნენ, რომ ხერსონის სამუდამოდ რუსული იქნებოდა. მიუხედავად მსგავსი მოპყრობისა დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა და უკრაინულ დროშებს აფრიალებენ. მოქალაქეებს არცერთი წამით უფიქრიათ უკრაინელობა დაეთმოთ. მთელი მსოფლიო ხედავს, რას ნიშნავს უკრაინელების ერთიანობა. მათ დაინახეს თუ რატომ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. მსგავსი დახვედრა ბოლო არაა, წინ კიდევ ბევრი ქალაქია, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ, ჩვენ ყველასთან ჩავალთ. აუცილებლად აღვადგენთ საერთაშორისოდ დადგენილ ჩვენს საზღვრებს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე ხერსონში არიან და წესრიგის დამყარებას იწყებენ. ასუფთავებენ ტერიტორიებს. უკვე 2000-ზე მეტი ნაღმი გაანეიტრალეს. ყველაფერს აღვადგენთ. ამას დრო დასჭირდება, თუმცა არცერთი წამი არ გავჩერდებით" - თქვა ზელენსკიმ. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ცალკეულ 28-ე, 63-ე და 59-ე ქვეითი ბრიგადის მებრძოლებს. ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ეროვნული გვარდიის სამხედროებს "ხერსონის გათავისუფლების ამოცანის ბრწყინვალედ შესრულებისთვის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)