20:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 19:47:48, 2284 ნახვა

ომი უკრაინაში
SBU - ომის დაწყებიდან, რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი პირი გამოვავლინეთ

700-ზე მეტი ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთთან თანამშრომლობაში. - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ უშიშროებისა და თავდაცვის ძალების ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაშისტების თანამზრახველების პოვნა და დასჯა ამჟამად SBU-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ მოღალატეებისა და კოლაბორანტების გამოსააშკარავებლად, არამედ მათი დანაშაულების დასაბუთებისთვის და საბოლოოდ, მათი მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და  უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics