|
2022-11-06 12:12:37, 1713 ნახვა
ეკონომიკა
მიქაუტაძე - ენერგეტიკა, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველია
„ენერგეტიკის სექტორი არ არის მხოლოდ დარგი, რომელიც ქმნის კონტრიბუციას ეკონომიკაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველი. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ახალქალაქი ჰესების კასკადის" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ისტორიულ როლს, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მთავრობას და მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს ინვესტორებს ახალქალაქი ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესში. „იმის ფონზე, რომ, ჯერჯერობით, ელექტროენერგიის კუთხით დეფიციტური ქვეყანა ვართ, თითოეული მეგავატის მშენებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება და უფრო ავამაღლოთ ენერგოუსაფრთხოების ხარისხი", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, შეიმუშავა განახლებადი ენერგიების წახალისების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და შიდა გენერაციის განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სიძლიერეზე აისახება. „ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან უფრო დიდი კავშირის პოტენციალს, რომელსაც ჰქვია შავის ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ენერგორესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მისაღებ ფასად გამოიწვევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერით შევძლებთ შევთავაზოთ უფრო მეტი ენერგეტიკული რესურსები, ენერგეტიკული უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს ასევე ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)