|
2015-02-06 12:01:40, 1385 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა ტომაშ სიემონიაკი საქართველოში მოიწვია
ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ პლონელ კოლეგას ტომაშ სიემონიაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პოლონელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. ამასთან, მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრეს. ტომაშ სიემონიაკმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მინისტრებმა საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. მინდია ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)