|
2022-11-01 15:43:38, 1654 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო
გენადი არველაძემ იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ თბილისში მიმდინარე ქართულ-იაპონურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა და თავის მოხსენებაში საქართველო-იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და მათი გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაზე, შუა დერეფნისა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პერსპექტივების, განახლებადი ენერგიის გენერაციის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი თანამშრომლობით თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. ჩვენ ღრმად ვაფასებთ იაპონიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას დახმარების პროგრამის (Official Development Assistance - ODA) ფარგლებში, საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, მისი ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა აგრეთვე ცალკეულ სექტორში არსებული ვითარება, მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. „საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და იაპონური ინვესტიციები საქართველოში. 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამ მხრივ მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა გენადი არველაძემ. ფორუმის მონაწილეების წინაშე ასევე წაიკითხეს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის ნიშიმურა იასუტოშის წერილობითი მიმართვა ფორუმის მიმართ. თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)