18:11 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 09:17:16, 1900 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას არ წყვეტს, მხოლოდ აჩერებს

რუსეთი არ წყვეტს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას, არამედ მხოლოდ აჩერებს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ  მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მუშაობაში.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“,- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

უკრაინიდან პროდუქციის გადამზიდავი 218 გემის მოძრაობა დაბლოკილია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics