|
2015-02-06 11:30:35, 1313 ნახვა
საზოგადოება
13 ქართველი დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა
13 ქართველი დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი მინი-ჩენპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ერთმანეთს უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. გუნდში 8 მოთამაშეა. მათ შორისაა ორი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი, მინი-ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. "ქართულ ფეხმურთს გადაარჩენს პარლამენტი. ეს არის ჩვენი გზავნილი ყველასი. 13 პარლამენტარი მივემგზავრებით იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს ღირსება. გუნდის კაპიტანი ალბათ იქნება ან ბატონი თემურ ჩხაიძე, ან დავით ლორთქიფანიძე",-განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით, შესაძლებლობას გამოიყენებენ და უცხოელ კოლეგებს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან. "გარდა სპორტისა, იქნება ჩვენი ორმხრივი შეხვედრები და გვინდა ყველა საჭირბოროტო საკითხებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, გავმართავთ არაფორმალურ საუბრებს ჩვენს მეგობრებთან,"- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურნირში პირველად მონაწილეობს.ქართული დელეგაცია თურქული მხარის მიწვევით გამეგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)