|
2015-02-06 11:24:16, 1385 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა
სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. სხვა საქმეებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ითხოვდა. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში 31 ხმით 29-ის წინააღმდეგ ჩავარდა. "მიგვაჩნია, რომ ამ საქმეებზე ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს სწორედ, პროკურატურამ. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი დღეს პარლამენტში ამ კომისიის შექმნის არ არსებობს და მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მამრთველობის პერიოდში იყო ჩადენილი", - განაცხადა მანანა კობახიძემ. "ამ საქმეებს არ გამოიძიებდა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". მნიშვნელოვანი სოწრედ ის იყო, რომ დამჯდარიყო ორივე მხარე და გამოეძინებინა ეს საქმეები და დაეწესებინა მკაცრი კონტროლი", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)