|
2022-10-26 13:34:12, 2120 ნახვა
ომი უკრაინაში
ისრაელის პრეზიდენტი - უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეები ირანული იარაღით იღუპებიან და იტანჯებიან
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიერ გაყიდული დრონები უკრაინელებს კლავენ. “უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინაში იღუპებიან, იტანჯებიან და ზიანდებიან ირანული იარაღით",- განაცხადა ჰერცოგმა. ამის პარალელურად მან დრონების ფოტოც აჩვენა, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინაში ჩამოაგდეს. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ჩამოგდებული დრონების კორპუსისა და ძრავების სურათები ადასტურებს, რომ ირანი ყიდის თავის დრონებს რუსეთს. „ეს არის Shahed-136 დრონი, რომელიც წარმოდგენილი იყო 2021 წლის დეკემბერში ირანში გამართულ აუქციონზე, შეხედეთ თვითმფრინავის კუდს და ფრთებს და შეადარეთ უკრაინაში ნაპოვნს. ეს არის ზუსტად იგივე პროდუქტი”,- აღნიშნა ჰერცოგმა.
„მსოფლიომ უნდა გამოავლინოს ეს სიმართლე და დაუსვას ეს კითხვები ირანს. შეუძლია თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობას ირანთან მოლაპარაკება, როდესაც ისინი აჩქარებენ ბირთვული ბომბის შექმნას და ამავდროულად სხვა საშინელ საქმეებს აკეთებენ",- დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ზაფხულში რუსეთმა ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი Shahed-136 და Mohajer-6 თეირანისგან იყიდა, რომლებსაც უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებენ. საპასუხოდ, უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია ჩამოართვა და კიევში ირანის საელჩო მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურმა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აღსანიშნავია, რომ თეირანი კატეგორიულად უარყოფს რუსეთს თავისი თვითმფრინავების მიყიდვას და უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)