|
2015-02-06 11:10:18, 1579 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია: ამ ეტაპზე პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის
"თუ რაღაცა განსაკუთრებული არ მოხდა, ვფიქრობ, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის",-ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საუბარი გაზის ფასის ზრდაზეც ნაადრევია, რადგან ამ საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ჯერ ნაადრევია გაზის ფასის ზრდაზე საუბარი იმიტომ, რომ იცით, მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია.შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენებს, მაგრამ ჯერჯერობით, მე როგორც წინათაც ვახსენე, ბალანსი შენარჩუნებულია.ამიტომ, ამ ეტაპზე თუ რაღაცა განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, ვფიქრობ რომ პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ასევე იმედია, რომ გაზის გაძვირებაც არ იქნება საჭირო",-განაცხადა ოთარ დანელიამ. აღნიშნული განცხადება მან სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გააკეთა, სადაც დიპლომატიურ კორპუსს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას აცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)