16:34 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 10:36:59, 1844 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან ყველა ხიდი უკრაინის კონტროლის ქვეშაა

რუსი დამპყრობლები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან დნეპრის ყველა ხიდი უკრაინის ჯარების სახანძრო კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრისმა, ოლექსი რეზნიკოვმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია.

”მე არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ ქუჩაში ბრძოლას. რადგან ეს არ არის მათთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნეპერზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა დარჩენა ხერსონში, რადგან მაშინ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას "როგორც იზუმში", - განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უკვე მესამე ეტაპზეა.

"ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი გათავისუფლება. ომის პირველი ეტაპი იყო რუსული არმიის შეჩერება. მეორეზე კი მათ მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია ფრონტის მთელ ხაზზე",- ამბობს რეზნიკოვი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics