|
2022-10-19 13:14:49, 1829 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, ტერორის აქტებია
ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, წმინდად ტერორის აქტებია,- ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვას. მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედებები ახალი თავია ისედაც ძალიან სასტიკ ომში. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა. ეს ახალი თავია ისედაც ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი გარკვევით გვეუბნება. ეს ომის დანაშაულებია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზნობრივი თავდასხმა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, წმინდად ტერორის აქტებია",- განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბვა დაიწყო. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან თავდასხმების სერია არ შეწყვეტილა. ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის დაბომბვას კამიკაძე დრონებითა და ფთოსანი რაკეტებით.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)