|
2022-10-17 19:41:29, 1819 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის
შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის. - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, მისია უზრუნველყოფს უკრაინელი ჯარისკაცების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. მისიის შტაბ-ბინა კი ბრიუსელში განთავსდება. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, აზრები გაგვეცვალა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან, რომელმაც ჩვენს კონფერენციას თავშესაფრიდან მიმართა. ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი გვესაუბრებოდა თავშესაფრიდან მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობდა დარტყმებს კიევზე. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. პუტინი მარცხდება პოლიტიკურად, მორალურად, ამის მიუხედავად ის განაგრძობს ესკალაციას, მათ შორის მთელი უკრაინის ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშით. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. მომზადება ჩატარდება ევროპულ მიწაზე. მისიის ფარგლებში მომზადებას გაივლის 15 ათასამდე სამხედრო. ასევე, შევთანხმდით დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის იარაღის მიწოდების გასაგრძელებლად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ, რომელსაც EUMAM Ukraine ერქმევა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)