04:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 13:38:42, 1159 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას, ისინი ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ

ისინი, ვინც ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ, ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, დროა რუსეთის ფარისევლობას ბოლო მოეღოს.

"ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემენ და ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ, G20-ის ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ვერ დასხდებიან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ". - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ რომ, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებმა დამპყრობლების 26 კამიკაძე დრონისა და 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics